თბილისის „დინამოს“ 1981 წლის 13 მაისის გამარჯვებაზე პირველი მხატვრული ფილმი გადაიღეს #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ 1981 წლის 13 მაისის გამარჯვებაზე პირველი მხატვრული ფილმი გადაიღეს #1TVSPORT

კინოს სახლში შედგა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „გამარჯვების დღის” პრემიერა, რომელიც 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგებას მიეძღვნა.

ფილმი, რომლის რეჟისორია გოგი თორაძე, სპორტული ჟურნალისტის, დავით ხვადაგიანის ნოველის, „ერთი თბილისური ისტორიის“ მიხედვით შეიქმნა. მხარდამჭერი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაა, ხოლო გადაღება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დააფინანსა.

ქართული ფეხბურთის ამ გამარჯვებაზე ბევრი დაწერილა და დოკუმენტური ფილმებიც გადაუღიათ, მაგრამ მხატვრული ფილმი პირველად შეიქმნა. თასების მფლობელთა თასი ერთადერთი ევროტურნირია, რომელიც ქართულ გუნდს აქვს მოგებული.

გადამღები ჯგუფისა და მსახიობების გარდა, პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მოთამაშეებიც, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები.