თბილისის „დინამომ" უკრაინელი მეკარე დაიმატა
თბილისის „დინამომ" უკრაინელი მეკარე დაიმატა

თბილისის „დინამოს“ მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო შეუერთდა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გოლკიპერმა გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა და დედაქალაქურ გუნდში 12-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

31 წლის მეკარეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი კარგად იცნობს, რადგან ლიტოვჩენკო იცავდა „დინამოელთა“ კარს 2017 წლის სეზონზე და თბილისელთა მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა. „დინამოს“ შემდეგ ლიტოვჩენკო აზერბაიჯანულ „ქიაფაზსა“ და ოდესის „ჩერნომორეცში“ ასპარეზობდა.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თბილისური კლუბი მოლდოველმა მეკარემ, სტეფან სიკაჩმა დატოვა. მასთან არსებული კონტრაქტი შეწყვეტილია.