თბილისის „დინამომ“ თურქული შეკრების ბოლო შეხვედრა მოლდოვურ „ბელცისთან“ გამართა და 4:0 გაიმარჯვა.
ანდრეს კარასკოს გუნდმა მოლდოველებთან უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. ანგარიში გუნდის ფრანგმა ლეგიონერმა, დომინიკ საიმონმა გახსნა, მეორე ნახევარში კი „ბელცის“ დავით გოცირიძემ, დანიელ რომანოვსკიმ და ოსკარ სანტისმა გაუტანეს.
ეს თურქეთში „დინამო თბილისის“ მეექვსე ამხანაგური მატჩი იყო, რითიც გუნდმა შეკრება დაასრულა. ეროვნულ ლიგაში თბილისელები პირველ შეხვედრას პირველ მარტს, წყალტუბოს „სამგურალთან“ „დინამო არენაზე“ ჩაატარებენ.
„დინამო თბილისი“ – „ბელცი“ 4:0
გოლები: 1:0 საიმონი (15), 2:0 გოცირიძე (65), 3:0 რომანოვსკი (72), 4:0 სანტისი (75),
„დინამო თბილისი“: მაქაცარია, კალანდაძე, აკპუჯე, ჰარუნა, მაისურაძე, ოსიყმაშვილი, საიმონი, რომანოვსკი, სანტისი, სიხარულაშვილი, სალია
სათადარიგოთა სკამი: ბერუაშვილი, სალუქვაძე, უგრეხელიძე, ლომინაძე, გოცირიძე, კვერენჩხილაძე