თბილისის „დინამომ“ საჩხერეში „ჩიხურა“ დაამარცხა - საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა
თბილისის „დინამომ“ საჩხერეში „ჩიხურა“ დაამარცხა - საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა

თბილისის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურა“ ბოლო წუთებზე გატანილი გოლების წყალობით დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა.

ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში თავიდან უპირატესობას „ჩიხურა“ ფლობდა, მაგრამ „დინამოს“ ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი შესანიშნავად თამაშობდა. მან მე-19 წუთზე პირისპირ გასულ ირაკლი ლეკვთაძეს აჯობა, მალე კი რეზო ჩიტეიშვილსაც არ გაატანინა. თბილისელები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდნენ და რეალური საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ მიზანს შეხვედრის მიწურულს მიაღწიეს: 87-ე წუთზე ლევან კუტალიამ პენალტი გამოიყენა – 0:1.

90+4 წუთზე კი მანვე დუბლი შეასრულა და „დინამომ“ 0:2 მოიგო.

კუტალიამ ეროვნულ ლიგაში მე-17 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელს, ჯოვინო ფლამარიონს (14) საგრძნობლად გადაასწრო.

„ჩიხურა“ – „დინამო“ თბილისი

გოლები: 0:1 კუტალია (87. პ), 0:2 კუტალია (90+4. პასით)

„ჩიხურა“: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი, მეგრელიშვილი (88. სარდალიშვილი) – კამლაძე – ლექვთაძე (65. დეკანოიძე), ჩიტეიშვილი (69. ჩიხლაძე), ჩიკვაიძე, არდაზიშვილი – მუმლაძე

„დინამო“ თბ: პერალესი – იაშვილი, მონხილი, კაპლიენკო, ქიმაძე – პაპავა, ნინუა – შულაია (90+3. კვირკვია), კუტალია, ნ. ქავთარაძე (65. დაფე) – კარიკარი (80. კუხიანიძე)

მთავარი არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

გაფრთხილებები: შულაია (53), მაისაშვილი (55), მუმლაძე (82)

ამ წაგებით „ჩიხურა“ (32 ქულა) მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა. თბილისის „დინამომ“ კი 57 ქულა დააგროვა და პირველადგილოსან ბათუმის „დინამოსთან“ (58 ქულა) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირადა ერთი მატჩი დამატებით ჩასატარებელი აქვს.