თბილისის „დინამომ“ ლიდერობა დაიბრუნა
თბილისის „დინამომ“ ლიდერობა დაიბრუნა
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ თანაქალაქელ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა.
 
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის მატჩში, რომელიც „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, ანგარიში გიორგი კოხრეიძემ (51-ე წუთი) გახსნა, გიორგი გაბედავამ (61, 76) დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში „ვიტ ჯორჯიას“ თავდამსხმელმა ზურაბ მუსელიანმა (84) პენალტით დააფიქსირა -3:1 ‘საბურთალოს“ სასარგებლოდ.
უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში, სადაც „რუსთავმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და მატჩის ბოლომდე ერთ-ერთ ლიდერს დიდ წინააღმდეგობას უწევდა. „დინამომ“ ანგარიში მხოლოდ 76-ე წუთზე გახსნა- სწრაფი სამსვლიანი კომბინაცია ნოდარ ქავთარაძემ დააგვირგვინა. მეორედ მასპინძელთა კარი მიხაილო შიშკამ 89-ე წუთზე აიღო და „დინამომ“ 0:2 გაიმარჯვა
ამ გამარჯვებით თბილისის „დინამომ“ 69 ქულა დააგროვა და ისევ გადაასწრო ბათუმის „დინამოს (67 ქულა), „საბურთალო“ (64) მესამეზეა, ხოლო „რუსთავი“ (37 ქულა) ისევ აუტსაიდერთა ზონაშია დარჩა.