თბილისის „დინამომ“ დმიტრი ანტილევსკის გუნდიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
თბილისის „დინამომ“ დმიტრი ანტილევსკის გუნდიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

ბელარუსმა თავდამსხმელმა, დმიტრი ანტილევსკიმ „დინამო თბილისი“ დატოვა, – ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

„დმიტრი ანტილევსკიმ „დინამო თბილისი“ დატოვა, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. კლუბი მადლობას უხდის დმიტრი ანტილევსკის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“, – წერია კლუბის განცახდებაში.

​ბელარუსი შემტევი თბილისურ კლუბში 2022 წელს ჩაირიცხა, მან „დინამოს“ რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, თუმცა გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე ვერ გახდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ანტილევსკიმ ხუთი გოლი გაიტანა, სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.