თბილისის „დინამომ" დარასელიას თასზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო
თბილისის „დინამომ" დარასელიას თასზე ასპარეზობა მოგებით დაიწყო

თბილისის „დინამოს” საფეხბურთო აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის მეოთხე საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელშიც 15-წლამდელთა გუნდები მონაწილეობენ.

ვიტალი დარასელიას სახელობის თასისთვის ორი ქართული და ექვსი ევროპული გუნდი იბრძვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია (სფფ) „ბრაგას“ დაუპირისპირდა და შეხვედრა 0:0 დაასრულა.

საღამოს თბილისის „დინამო“ „ციურიხს“ შეხვდა და პირველ ტაიმში ომარ თოდუას გატანილი გოლით 1:0 დაწინაურდა. 53-ე წუთზე საბა გეგიაძის გადაცემით ჯადული იობაშვილმა თბილისელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა 2:0. 55-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა შესანიშნავი სოლო-რეიდი ეფექტური გოლით დააგვირგვინა და საბოლოოდ, „დინამომ“ ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო – 3:0.

A ჯგუფი

ვულვერჰემპტონი (ინგლისი) – ემპოლი (იტალია) 0:1

დინამო თბ – ციურიხი (შვეიცარია) 3:0

B ჯგუფი

სფფ-ს აკადემია – ბრაგა (პორტუგალია) 0:0

კიევის დინამო (უკრაინა) – როტერდამის ფეიენოორდი (ჰოლანდია) 1:0

მეორე ტურის შეხვედრები ხვალ გაიმართება: 12:00 საათზე სფფ-ს აკადემია კიევის „დინამოს” დაუპირისპირდება, ხოლო 18:00 საათზე „დინამო” ინგლისის წარმომადგენელს, „ვულვერჰემპტონს” შეხვდება.