თბილისის „დინამომ“ დაფე იჯარით „მერანში“ გაუშვა
თბილისის „დინამომ“ დაფე იჯარით „მერანში“ გაუშვა

თბილისის „დინამომ“ სენეგალელი ნახევარმცველი, არფანგ დაფე იჯარით ეროვნული ლიგის დებიუტანტ თბილისში „მერანში“ გაუშვა – ინფორმაციას სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

28 წლის თავდამსხმელი თბილისის „დინამოში“ 2019 წლის სექტემბერში ჩაირიცხა, მანამდე კი ირანულ „ნასაჯიში“ ასპარეზობდა.

„მერანი“ არფანგ დაფეს მეოთხე ქართული კლუბი იქნება – თბილისის „დინამომდე“ სენეგალელი ფეხბურთელი ფოთის „კოლხეთსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა.

არფანგ დაფეს ქართული დებიუტი შთამბეჭდავიც იყო და სკანდალურიც – 2017 წლის აგვისტოში ფოთის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი „კოლხეთიდან“ ისე წავიდა, გუნდი არც გაუფრთხილებია. სენეგალელი ირანულ გუნდში შუა სეზონში გაიპარა.

მიმდინარე სეზონში არფანგ დაფეს ეროვნულ ლიგაში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია, რადგან ტრავმირებულია და დღემდე მკურნალობს.