თბილისის დინამო ტიტულოვან იტალიურ კლუბს დაუპირისპირდება - წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა
წყალბურთის გუნდი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მერვე ტურის მატჩისთვის ემზადება.
რეზო ჩომახიძის გუნდის მეტოქე მსოფლიო გრანდი, იტალიური „პრო რეკო“ იქნება. შეხვედრა 4 თებერვალს თბილისში, 18:30 საათზე, ოლიმპიკის აუზზე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„დინამოს“ ხვალინდელ შეხვედრაში მიხეილ ბაღათურია და დამირ ცრეპულია დააკლდებათ. იტალიური კლუბი შვიდი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 17 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა (5 მოგება და 2 ფრე). თბილისის „დინამოს“ კი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს, ჯერჯერობით არცერთი მოგება არ აქვს. მიმდინარე გათამაშებაში ქართული კლუბი „პრო რეკოსთან“ იტალიაში დიდი ანგარიშით, 9:24 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „პრო რეკო“ ჩემპიონთა ლიგის რვაგზის გამარჯვებულია, იტალიის ჩემპიონატი კი 33-ჯერ აქვს მოგებული.
წყალბურთი – ჩემპიონთა ლიგა
მე-8 ტური
18:30 დინამო თბილისი – პრო რეკო
21:30 ფერენცვაროში-ბუდაპეშტი
23:30 ტერასა-ჰანოვერი
23:30 მარსელი -მლადოსტი
