თბილისის „დინამო“ შეკრებაზე „ლუდოგორეცთან“ დამარცხდა #1TVSPORT
თბილისის „დინამო“ შეკრებაზე „ლუდოგორეცთან“ დამარცხდა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე ბულგარული ფეხბურთის ლიდერს, რაზგრადისლუდოგორეცს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

2010-იან წლებში ბულგარეთის ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი თბილისელებთან მატჩში მე-14 წუთზე დაწინაურდა. „დინამოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც არგენტინელმა თავდამსხმელმა, მატიას ტისერამ ზუსტად შეასრულა – 1:0.

მეორე ტაიმში „დინამოს“ შემადგენლობაში გამოჩნდა გუნდის ახალწვეული, კონგოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ფრანსის ნზაბა. თბილისელთა შეტევებმა შედეგი გამოიღო და 76-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: იმრან ოლად-ომარმა ლამის კუთხურის სიახლოვიდან ბურთი კარში ჩაახვია და ანგარიში ეფექტური გოლით გაათანაბრა.

88-ე წუთზე ბულგარელებმა კუთხური გაითამაშეს და საბოლოოდ „ლუდოგორეცმა“ 2:1 გაიმარჯვა.

„დინამოს“ სასტარტო შემადგენლობა: კუტალაძე, მალი, ხვადაგიანი, ტაბიძე, კობოური, ოსიყმაშვილი, ოლად-ომარი, გონსალვეში, ოსეი, სხირტლაძე, კირკიტაძე.