თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია
თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა თბილისის „დინამომ“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ოქროს მედლები მოიპოვა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო 36-ე ტურამდე თბილისელები ბათუმის „დინამოს“ ორი ქულით ასწერებდნენ. ბოლო ტურში ბათუმელები სტუმრად თბილისის „ლოკომოტივთან“ დამარცხდნენ ,ხოლო თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯია“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მეჩვიდმეტჯერ გახდა.

მომავალ ევროსეზონში თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს, ხოლო ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგაზე იასპარეზებენ.

ეროვნულ ლიგას „ვიტ ჯორჯია“ დატოვებს. პლეი ოფში კი „რუსთავი“ „თელავს“ შეხვდება,ხოლო ბოლნისის „სიონი“  „სამტრედიას“ დაუპირისპირდება.