თბილისის „დინამო“ მთავარმა მწვრთნელმა, ფერდინანდ ფელდჰოფერმა დატოვა #1TVSPORT
ფერდინანდ ფელდჰოფერმა „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„„დინამო თბილისი“ ავსტრიელ მთავარ მწვრთნელს ფერდინანდ ფელდჰოფერს დაემშვიდობა, მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ავსტრიელი სპეციალისტი კარიერას ბელგიაში, კერძოდ კი, „სერკლ ბრიუგეში“ გააგრძელებს. „დინამო თბილისი“ მადლობას უხდის ფერდინანდ ფელდჰოფერს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კლუბის სისტემაში დასაქმებული რამდენიმე კანდიდატი განიხილება. საბოლოო არჩევანი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.