თბილისის „დინამო“ ლატვიის ვიცე-ჩემპიონთან ​დამარცხდა #1TVSPORT
თბილისის „დინამო“ ლატვიის ვიცე-ჩემპიონთან ​დამარცხდა #1TVSPORT

თბილისის „დინამომ“ თურქეთში, მოსამზადებელ შეკრებაზე, ბოლო საკონტროლო მატჩი ლატვიის ვიცე-ჩემპიონ „რიგასთან“ გამართა და მტკივნეული მარცხი განიცადა – 1:4

პირველი ტაიმში ლატვიის ვიცე-ჩემპიონმა შთამბეჭდავი თამაში აჩვენა, საქართველოს ჩემპიონს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი რამირესმა და მაიკლ სოისალომ შეასრულეს. სხვაობა მეტიც შეიძლება ყოფილიყო, რომ არა თბილისელთა მეკარე ლუკა კუტალაძე, რომელმაც პენალტი მოიგერია.

მეორე ტაიმი თბილისელებმა შედარებით უკეთ ჩაატარეს, მაგრამ მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლეს – 56-ე წუთზე ლატვიელთა კარში დანიშნული პენალტი დავით სხირტლაძემ გამოიყენა.

თბილისის “დინამოს” სასტარტო შემადგენლობა: კუტალაძე, კალანდაძე, ტაბიძე, ლაცაბიძე, მაისურაძე, უგრეხელიძე, მოისწრაფიშვილი, სიგუა, პარკაძე, კამარა, სხირტლაძე;

სათადარიგოები: კერესელიძე, მალი, ნზაბა, ხვადაგიანი, კობოური, მექვაბიშვილი, ოსიყმაშვილი, იმრანი, ოდიშარია, მარუშიჩი, ვაგნერი.