თბილისის „დინამო“ კაპიტანმა დატოვა - გიორგი პაპავა გუნდს დაემშვიდობა #1TVSPORT
თბილისის „დინამო“ კაპიტანმა დატოვა - გიორგი პაპავა გუნდს დაემშვიდობა #1TVSPORT

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „დინამო თბილისი“ კაპიტანმა, გიორგი პაპავამ დატოვა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისი“ კლუბის კაპიტანს გიორგი პაპავას დაემშვიდობა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.​ კლუბში გატარებული პერიოდისთვის მადლობას ვუხდით კაპიტანს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საფეხბურთო კარიერაში“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

„დინამო“ ჩემთვის ოჯახია, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. აქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად და მუდამ გუნდის გულშემატკივრად დავრჩები. ამ კლუბმა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. ამ ყველაფრისთვის მსურს მადლობა ვუთხრა „დინამოს“. გარკვეული პერიოდი ჩემს დინამოურ კარიერაში პაუზა იყო და დაბრუნების შემდეგ კაპიტნად ამირჩიეს. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი იყო, რადგან „დინამო“ უდიდესი კლუბია, სადაც უამრავ ლეგენდას უთამაშია“, – ასე დაემშვიდობა გიორგი პაპავა გუნდს.

გიორგი პაპავას „დინამოს“ მაისურით 182 შეხვედრა აქვს გამართული, ამ პერიოდის განმავლობაში, გამოცდილმა ნახევარმცველმა ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. გამოცდილი ნახევარმცველი ლურჯ-თეთრი ფორმით საქართველოს ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, საქართველოს თასი სამჯერ მოიგო, ხოლო სუპერთასი – ერთხელ. 2020 წლის სეზონიდან გიორგი გუნდის კაპიტანი გახლდათ.