„თბილისის დინამო“ - ჩვენი უპრედენტო შეთავაზების მიუხედავად, შენგელიამ თურქეთში თამაში ამჯობინა
„თბილისის დინამო“ - ჩვენი უპრედენტო შეთავაზების მიუხედავად, შენგელიამ თურქეთში თამაში ამჯობინა

როგორც ცნობილია, ლევან შენგელიამ თბილისის „დინამო“ დატოვა და კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს – 24 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი „კონიასპორთან“ გააფორმა.

ამასთან დაკავშირებით „დინამომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თავდამსხმელმა კლუბის უპრეცედენტოდ სარფიან წინადადებაზე უარი თქვა.

„ლევან შენგელიამ, რომელსაც „დინამოსთან“ არსებული კონტრაქტი 31 აგვისტოს დაუმთავრდა, თბილისური კლუბი დატოვა. მიუხედავად ჩვენი კლუბის მიერ გაკეთებული შეთავაზებისა, რომელიც ეროვნული ლიგის მასშტაბით უპრეცედენტო და საუკეთესო პირობებს ითვალისწინებდა, ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება თურქული სუპერლიგის „კონიასპორში“ არჩია“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.