თბილისის „დინამო“ - ბუდაპეშტის „ოესცე“ - 8:14 | წყალბურთი
თბილისის „დინამო“ - ბუდაპეშტის „ოესცე“ - 8:14 | წყალბურთი

თბილისში „ოლიმპიკის“ აუზზე წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის (2019-2020) ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა.

თბილისის „დინამომ“ ბუდაპეშტის „ოესცეს“ უმასპინძლა და ანგარიშით 8:14 დამარცხდა.

გასულ ტურში „დინამომ“ გავსლაზე ხორვატიაში „მლადოსტის“ წინააღმდეგ 10 ქულის სხვაობით 21:11 წააგო. „დინამოს“ დღევანდელმა მეტოქემ, ბუდაპეშტის გუნდმა კი ზედიზედ ორი მატჩი მოიგო. პირველ ტურში „მლადოსტი“ 13:10 დაამარცხა, მეორე შეხვედრა კი „ვასპო ჰანოვერს“ 19:10 სძლია.

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველი არხით გადაიცემოდა.