თბილისის „დინამო“ კიდევ ერთმა ლეგიონერმა დატოვა. გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, 28 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ანტონიო როხანო გუნდს დაემშვიდობა და სამშობლოში გაემგზავრა.
„დინამოში“ 27 წლის არგენტინელი ფორვარდი იანვარში ჩაირიცხა. ანტონიო როხანომ საფეხბურთო კარიერა „ხიმნასია ლა პლატაში“ დაიწყო, შემდეგ არგენტინულ „ვილა სან კარლოსა“ და „სპორტივო იტალიანოში“ გამოდიოდა. ორი სეზონი ითამაშა ბოლივიური „რეალ პოტოსის“ შემადგენლობაში. 2017/2018 სეზონი შოტლანდიურ პრემიერშიფში, „ჰამილტონის“ ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ესპანურ „ბურხოსში“ ასპარეზობდა.
ანტონიო როხანომ „დინამოსთან“ ერთწლიანი მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებდა, რომელიც თბილისელებსა და 28 წლის არგენტინელ თავდამსხმელს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა, რაც ლოგიკური იყო – არგენტინელმა თავდამსხმელმა თბილისურ კლუბში ცხრა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა.