თბილისი საჭადრაკო ტურნირისთვის ემზადება
თბილისი საჭადრაკო ტურნირისთვის ემზადება

30 მარტს და 1 აპრილს თბილისი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატს უმასპინძლებს.
პირველობისთვის 15 ქვეყნის 80 მოჭადრაკე იბრძოლებს.
ჩემპიონატში კონტინენტის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები.
ჩემპიონატის ფავორიტთა შორის არის ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძე.
შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში სასტუმრო ‘იოტა’-ში გაიმართება, სადაც დღეს ტურნირის წარდგენის ოფიციალური ცერემონია ჩატარდა.