თბილისი „მარიოტში“ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ყრილობა გაიმართა

17:19, 24.01.2020

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ყრილობაზე დღის წესრიგის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და ახალი მმართველი აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობას 15 დელეგატი იღებდა. ახალი პრეზიდენტი, რატი იონათამიშვილი ხმის მიცემის უფლების მქონე დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.

პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ყოფილი პრეზიდენტი შალვა მაისურაძე დაიკავებს. ვიცე-პრეზიდენტად გიორგი ოკრიბელაშვილი აირჩიეს. კომიტეტის გენერალური მდივანი კი რევაზ რევაზიშვილი იქნება. რატი იონათამიშვილი პარალიმპიურ კომიტეტს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

მსგავსი