თბილისი 16-წლამდელთა შორის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT
თბილისი 16-წლამდელთა შორის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT

2025 წელს თბილისი 16-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ფიბა-მ ოფიციალურად გამოაცხადა.

კონტინენტის პირველობა 8 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება. ტურნირი თურქეთის ქალაქ სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ფიბა-მ მასპინძელი ქალაქი შეცვალა.

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოვლინდებიან ნაკრებები, რომლებიც მონაწილეობას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ. ტურნირის საგზურს ევრობასკეტზე ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი და შეჯიბრების მასპინძელი თურქეთი მიიღებს.