თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მესამე ოქრო ავთანდილ კენჭაძემ მოიპოვა | ბუქარესტი 2018 [ვიდეო]
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მესამე ოქრო ავთანდილ კენჭაძემ მოიპოვა | ბუქარესტი 2018 [ვიდეო]

ნიკა კენჭაძის გუშიწინდელ  მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალს, დღეს მისმა ძმამაც ერთი მიუმატა და ამ შედეგით, გუნდურ ჩათვლაში საქართელოს ნაკრებთან ერთად კენჭაძეების ოჯახიც საგრძნობლად დაწინაურდა.

დიდებს შორის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა, ავთო კენჭაძემ, ახალგაზრდული მსოფლიო ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ტიტულოვანმა ქართელმა ფალავანმა ტურნირის ფინალში მასპინძელ მაქისმ ვასილიოგოს „გადაურბინა“ და საქართელოს მესამე ოქროს მედალი მოუპოვა. კენჭაძემ ფინალში საქმე ორ წუთში მოამთავრა. იგი ჯერ ორი ორქულიანით 4:0 დაწინაურდა, რასაც მალევე ოთხქულიანი გდებაც მიუმატა და მეტოქე ბეჭებზეც გააკრა.

დღესვე ბრინჯაოს მედალი 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში როლანდ ნადრიაძემ მოიპოვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელი იამამოტო დაამარცხა.