„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ [ფოტო]
„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ [ფოტო]

თბილისში გამართული მსვლელობის „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები პირველი რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედანზე მივიდნენ.

მსვლელობის მონაწილეები რამდენიმე ლოკაციიდან დაიძრნენ. „თავისუფლების მარშის“ ორგანიზატორები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რომელთაც ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები შეუერთდნენ, ასევე, მსვლელობას შეურთდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები. აქციაში მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები რეგიონებიდანაც.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

თავისუფლების მოედნის შემდეგ, აქცია წინა დღეების მსგავსად, პარლამენტთან გადაინაცვლებს და იქ გაგრძელდება.

აქციის მონაწილეები მსვლელობას დროშებითა და ტრანსპარანტებით მართავენ. მათ შორის აქვთ ტრანსპარანტები, რომელზეც სიმბოლურად გამოსახულია თვალი და წარწერა „წადი“ აქციის მოთხოვნის შესაბამისად.