თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სოფიაში ოლიმპიური ლიცენზიები ვერ მოიპოვა #1TVSPORT
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სოფიაში ოლიმპიური ლიცენზიები ვერ მოიპოვა #1TVSPORT

ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ოლიმპიური თამაშებისთვის მსოფლიოს ბოლო სალიცენზიო ტურნირს მასპინძლობს – საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები – ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (65 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას ტურნირზე დღეს შეეცადნენ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ 74, 97, 125 კგ. წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადის ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს.

ასე რომ, ექვსი ოლიმპიური წონიდან ჩვენი ნაკრები ტოკიოში მხოლოდ სამ წონაში მოახერხებს სპორტსმენების წაყვანას.

ბერძულ-რომაული სტილით მოჭიდავეები სოფიაში 8-9 მაისს იასპარეზებენ, სადაც 60-კგ-ში ევროპის მესამე პრიზიორი დავით ჩხარტიშვილი და 77 კგ-ში ბაკურ გოგოლი ოლიმპიური ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ.  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადის ოთხი ლიცენზია 67, 87, 97 და 130 კილოგრამებში უკვე მოპოვებული აქვს.