თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები დახვდნენ.

ნაკრებმა მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედლები მირზა სხულუხიამ, ავთო კენჭაძემ და ირაკლი მწითურმა მოიპოვეს. გუნდური მესამე ადგილისათვის განკუთვნილი თასი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზურაბ ჭიღლაძეს გადაეცა.

გენო პეტრიაშვილმა წელს მსოფლიო ჩემპიონატი დიდებშიც მოიგო და პირველი შემთხვევაა როცა წლის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.