თავისუფალი ჭიდაობა | ზაგრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ქართველი სპორტსმენი დაიწყებს ასპარეზობას #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ზაგრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ქართველი სპორტსმენი დაიწყებს ასპარეზობას #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები საქართველოს დროით 12:30 საათზე დაიწყება. ნახევარფინალისტები 57, 74, 79 და 92 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ფინალური ბლოკი კი 15 სექტემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობენ:

რობერტ დინგაშვილი (57 კგ)

გიორგი ელბაქიძე (74 კგ)

ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ)

მირიან მაისურაძე (92 კგ)

13 სექტემბერს მსოფლიო პირველობაზე ოთხი ქართველი გამოვიდა. აკაკი ქემეტელიძე და სოლომონ მანაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებენ.