თავისუფალი ჭიდაობა | ვლადიმერ გამყრელიძე მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელ არსენ ჯიოევთან დამარცხდა და 31 ოქტომბერს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
მსოფლიო პირველობაზე გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და ტურნირზე გამოსვლა დაასრულეს.