თავისუფალი ჭიდაობა | ვლადიმერ გამყრელიძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძე მეოთხედფინალში იჭიდავებს — ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში გერმანელი დევიდ მოროდიონი 4:3 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად საფრანგეთის სახელით გამომსვლელ რაჰიმ მაგამადოვს დაუპირისპირდება.
მსოფლიო პირველობაზე გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125 კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ.