თავისუფალი ჭიდაობა | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე შვიდი მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სომხეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისთვის წარმატებით დასრულდა. ახალგაზრდა სპორტსმენები სამშობლოში ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.
ტურნირის ჩემპიონი 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში მათე ონიანი გახდა, რომელმაც ფინალში თანაგუნდელი ზურაბ გიგუაშვილი დაამარცხა.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნიკა მაყიშვილმა (48 კგ), ზურაბ გიგუაშვილმა (92 კგ) და გიორგი აბრამიშვილმა (+92 კგ), ხოლო გიორგი ნარიმანიძემ (51 კგ), დაჩი ბარბაქაძემ (55 კგ) და დავით ტიკარაძემ (65 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს.