თავისუფალი ჭიდაობა | სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელი აბოლფაზ რაჰმანი ფიროუზი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
1/8-ფინალში ყურაშვილმა ამერიკელ ჯეიმს მერლი მასნის ანგარიშით 6:2 სძლია, 1/4-ფინალში რუს არტურ ტოგოევს 16:6 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ყაზახი ბეიბერის ვერგალი 6:1 დაამარცხა.