თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი სარეიტინგო ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი სარეიტინგო ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ), გიორგი ელბაქიძემ (74 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მოიგეს და ნახევარფინალში იჭიდავებენ.

აკაკი ქემერტელიძემ 70 კგ წონით კატეგორიის 1/4-ფინალში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ისმაილ მუსუკაევი 3:0 დაამარცხა და 1/2-ფინალში ამერიკელ ქეილებ ჰენსონს შეხვდება.

74 კგ-ში გიორგი ელბაქიძემ მერვედფინალი ინდოელ დეეპაკ დეეპაკს 10:0 მოუგო, მომდევნო ეტაპზე უნგრელი ბენჟამინ დობლერი 13:4 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის ამერიკელ დეივიდ აარინ ქერს დაუპირისპირდება.

ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო, პირველივე შეხვედრა ამერიკელთა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, ზაჰიდ ვალენსიასთან გამართა და 11:0 სძლია. ნახევარფინალში მისი მეტოქე ირანელი აბოლფაზ მეჰდი შაჰიმპური იქნება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.