თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

რომში დღეს სტარტი აიღო 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირზე კარგად დაიწყეს ასპარეზობა ქართველმა ახალგაზრდებმა, სამი მათგანი ნახევარფინალში იჭიდავებს.

ლუკა ღვინჯილიამ (57კგ) პოლონელი რაფალ რომან სვეცი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში სომეხ ჰარუტუნ ჰოვჰანისიანს შეხვდება. ლუკა ხუჭუამ (97კგ) ბულგარელ სალი იუსრეფოვ სალიევს მარტივად სძლია და კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში გავიდა. მესამე ქართველი ვინც ფინალში გასვლას შეეცდება, ოთარ ადეიშვილია (79კგ), მან ესპანელი მეტოქე 8:6 დაამარცხა. ლუკა ჯანეზაშვილმა (65კგ) და დავით კუჭუაშვილმა (70კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლა შესაძლოა რეპეშაჟიდან გააგრძელონ.

ნახევარფინალური შეხვედრები 19:00 საათიდან დაიწყება, დღევანდელი წონების ფინალური ბლოკი კი ხვალ გაიმართება.