თავისუფალი ჭიდაობა | ქემერტელიძე და გამყრელიძე ზაგრების ტურნირის ფინალში გავიდნენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ქემერტელიძე და გამყრელიძე ზაგრების ტურნირის ფინალში გავიდნენ #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ფინალში იასპარეზებენ, გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) და გიორგი ელბაქიძე (74 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისათვის იბრძოლებენ.

ქემერტელიძე ფინალში ირანელ სინა ხალილის შეხვდება, ხოლო გამყრელიძე ამერიკელ პარკერ კეკეისენს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ორივე ქართველმა ფინალამდე მსოფლიო ჩემპიონები დაამარცხა.

ფინალური ბლოკი 21:00 საათზე დაიწყება.