თავისუფალი ჭიდაობა | ქართველმა სპორტსმენებმა ზაგრების ტურნირზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ქემერტელიძე ფინალში ირანელ სინა ხალილისთან დამარცხდა, ხოლო გამყრელიძემ დაძაბულ ორთაბრძოლაში ამერიკელ პარკერ კეკეისენთან დათმო შეხვედრა.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) გახდა.
5 თებერვალს ზაგრებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დარჩენილ წონით კატეგორიებში გამოვლენ.