თავისუფალი ჭიდაობა | ოთხი ოქროს მედლის შანსი 20-წლამდელთა ევროპირველობაზე #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ოთხი ოქროს მედლის შანსი 20-წლამდელთა ევროპირველობაზე #1TVSPORT

რომში დღეს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სრულდება, სადაც ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

ფინალურ ბლოკში 61 კგ-ში საჩემპიონო ბრძოლაში დავით აბდალაძე ხამზატ არსამერზოუევს (საფრანგეთი) შეხვდება, დავით კოღუაშვილი (86კგ) რახიმ მაგამადოვს (საფრანგეთი) დაუპირისპირდება, 92 კგ-ში ანდრო მარგიშვილი ოქროს მედლისთვის იონ დემიანისთან (მოლდოვა) იბრძოლებს, ხოლო მძიმეწონოსანი მერაბ სულეიმანაშვილი სომეხ ლიოვა გევორგიანთან იჭიდავებს.

შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ლუკა ჩხიტუნიძე (74 კგ) შეეცდება.

ფინალური შეხვედრები 20:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია.