თავისუფალი ჭიდაობა | ოთხი ოქროს მედალი ტალინის საერთაშორისო ტურნირზე #1TVSPORT

22:00, 06.11.2022

ტალინში, ოლიმპიური ჩემპიონის კრისტიან პალუსალუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით ასპარეზობდა და ოთხივე ჩემპიონი გახდა.

ოქროს მედლები აიღეს: გიორგი შონიამ (65 კგ), ლუკა მარიამიძემ (74 კგ), ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) და გიგა შავაძემ (125 კგ). საქართველოს ნაკრებმა კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

გუნდური ჩემპიონობისთვის  დაწესებული თასი საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების მთავარ  მწვრთნელ ზურაბ ჭიღლაძეს გადაეცა.

მსგავსი