თავისუფალი ჭიდაობა | ნიკა ზანგალაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ფინალში იასპარეზებს. ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა თურქი კესერი 12:2 დაამარცხა და ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა – გოგა ოთინაშვილმა (65), დავით ფაცინაშვილმა (70), გიორგი გოგრიჭიანმა (79) და მერაბ სულეიმანიშვილმა (97) კი ბრინაჯოს მედლის მოპოვების შანსი, შესაძლოა, რეპეშაჟიდან მიიღონ.
კონტინენტის პირველობაზე ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს ჩატარდა, ჩემპიონები და პრიზიორები კი 9 მარტს გამოვლინდებიან.
9 მარტიდან ასევე ასპარეზობაში 61, 74, 86, 92, 125 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან.