თავისუფალი ჭიდაობა | მირიან მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

14:13, 31.10.2026

ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მირიან მაისურაძე (92 კგ) ნახევარფინალში გავიდა – ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში დაძაბულ დაპირისპირებაში მასპინძელ აზამატ დუალეტბეკოვს სძლია და ფინალში გასასვლელად რუს ამანულა გაჯიმაგომედოვს დაუპირისპირდება.

დღეს გამომსვლელი კიდევ სამი ფალავანი – რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გიორგი ელბაქიძე (74 კგ) და ლუკა ჩხიტუნიძე (79 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ნახევარფინალური შეხვედრები 15:30 საათზე გაიმართება. ფინალურ ბლოკში კი ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მსგავსი