თავისუფალი ჭიდაობა | მირიან მაისურაძე ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | მირიან მაისურაძე ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე მირიან მაისურაძემ (92 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი ფალავანი ფინალში ამერიკელ ტრენტ ნეიმონდ ჰიდლეისთან ანგარიშით 2:7 დამარცხდა.

17 ივლისს ტურნირზე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ფინალში ტაჯიკი ევლოევი 5:0 დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქემერტელიძემ ირანელი იბრაჰიმზადე 11:4 დაამარცხა, ძებისაშვილმა კი ალიბეგ მალიბეგოვს სძლია.