თავისუფალი ჭიდაობა | მაჭარაშვილი, მაისურაძე და ფირუზაშვილი სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | მაჭარაშვილი, მაისურაძე და ფირუზაშვილი სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხ წონით კატეგორიაში (79, 92, 97 და 125 კგ) შვიდმა ქართველმა იასპარეზა.

შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ გივი მაჭარაშვილი (125კგ), მირიან მაისურაძე (92კგ) და დათო ფირუზაშვილი (97კგ).

შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო ტურნირის ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ). ქართველმა ნახევარფინალში ბაჰრეინის სახელით გამომსვლელი ყურბან საიპუდინოვი 5:3 დაამარცხა და ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალიკმაევს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ფირუზაშვილს, მან რეპეშაჟში სომეხ მეტოქეს 3:0 აჯობა და ფინალურ ბლოკში გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ტურნირის პირველ დღეს, 26 თებერვალს ტარიელ გაფრინდაშვილმა (86კგ) ბრინაჯოს მედალი მოიპოვა.