თავისუფალი ჭიდაობა | მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში 57 კგ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილი ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ბაზარგანოვთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

ტურნირზე ასევე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება გივი მაჭარაშვილიც (97 კგ), რომელმაც ნახევარფინალში სლოვაკეთის სახელით გამომსვლელ ცაკულოვთან წააგო.

24 აპრილს ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ სამი წევრი გავიდა – ნიკა ზაქაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ). ისინი მეოთხედფინალში დამარცხდნენ, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებენ.

ევროპის ჩემპიონატზე ფინალური ბლოკის შეხვედრები 25 აპრილს ჩატარდება.