თავისუფალი ჭიდაობა | კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, გოგა ოთინაშვილი რეპეშაჟში იასპარეზებს #1TVSPORT

21:30, 17.08.2025

ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორი ქართველი ფალავანი მედლისთვის იბრძოლებს.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, კონსტანტინე პეტრიაშვილმა ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა ნახევარფინალში პანამერიკის მოქმედ გამარჯვებულთან, ჯასტინ ლი რადემაჩერთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

პირველ შეხვედრაში მოლდოველ მეტოქესთან დამარცხდა გოგა ოთინაშვილი, თუმცა მისი ოპონენტი ფინალში გავიდა, რის შედეგადაც ის რეპეშაჟიდან გააგრძელებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას.

მსგავსი