თავისუფალი ჭიდაობა | ხუთი ქართველი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
დღეს ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი გავიდა – რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ნიკა ზაქაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ), რომელთაგანაც ყველა კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში იჭიდავებს.
ტურნირზე ნახევარფინალები 19:00 საათზე გაიმართება, ფინალური ბლოკი კი 25 აპრილს ჩატარდება.