თავისუფალი ჭიდაობა I მაჭარაშვილმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა I მაჭარაშვილმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) გამარჯვებით გახსნა. 1/8-ფინალში მან მოლდოველი რადუ ლეფტერი შეხვედრის პირველივე ნახევარში დამაჯერებლად – 11:0 დაამარცხა.

რამდენიმე წუთში მეოთხედფინალში გასასვლელად იჭიდავებენ ედემი ბოლქვაძე (65 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ).

დღეს ტურნირზე გამომსვლელი მეხუთე ქართველი რობერტ დინგაშვილი (57 კგ) კი შეჯიბრზე პირდაპირ 1/4-ფინალური სტადიიდან ჩაერთვება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყო. ნახევარფინალური დაპირისპირებები 20:00 საათზე გაიმართება. კონტინენტის პირველობაზე პირველი გამარჯვებულები და მედალოსნები ხვალ ფინალურ ბლოკში გამოვლინდებიან.