თავისუფალი ჭიდაობა I ბუდაპეშტში დღეს სარეიტინგო ტურნირი დაიწყება #1TVSPORT
დღეს ბუდაპეშტში საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი აიღებს სტარტს. თავდაპირველად შეჯიბრებაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უნგრეთის დედაქალაქში 12 სპორტსმენით გამოვა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა:
57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი და რობერტ დინგაშვილი
61 კგ – შოთა ფარტენაძე
65 კგ – ედემი ბოლქვაძე
70 კგ – გიორგი ელბაქიძე
74 კგ – ოთარ ბაგაური
79 კგ – ავთანდილ კენჭაძე და ვლადიმერ გამყრელიძე
86 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი
92 კგ – მირიან მაისურაძე
97 კგ – გივი მაჭარაშვილი
125 კგ – სოლომონ მანაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე.
მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, დავით ხურცია და ლევან ჩერტკოევი.
ექიმ-რეაბილიტოლოგი: თეიმურაზ მგელაძე.