თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობა დაიწყო.
ქართველმა ფალავანმა, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო. მან ავსტრალიელი ბარნსი 12:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მაჭარაშვილის მომდევნო მეტოქე ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ახმედ მაგამაევი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე — ნიკა ზაკაშვილი (65 კგ) იასპარეზებს.