თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ტირანაში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში ორმა ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 97 კგ წონით კატეგორიაში ევროპის სამგზის ჩემპიონმა, გივი მაჭარაშვილმა უნგრელი რიჩარდ ვეგი დაამარცხა, ხოლო აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელ ოლექსი ბორუტას სძლია.
26 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის გიორგი ელბაქიძე (74 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) იჭიდავებენ. მირიან მაისურაძე (92 კგ) კი მესამე ადგილის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს.