თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ფალავანი, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) მეოთხედფინალში პოლონელ ბარანოვსკისთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების თეორიულ შანსს ინარჩუნებს.
ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში იმ შემთხვევაში გადაერთვება, თუ ბარანოვსკი ნახევარფინალში ამერიკელ კაილ სნაიდერს დაამარცხებს. სნაიდერმა მეოთხედფინალში რუს სადულაევს სძლია.
ასტანაში ორი დღის წინ დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.