თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

12:24, 29.10.2026

ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობა დაიწყო.

ქართველმა ფალავანმა, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ტურნირზე მეორე შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

მაჭარაშვილმა ბულგარეთის სახელით მოასპარეზე ახმედ მაგამაევი დაძაბულ დაპირისპირებაში 5:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად პოლონელ ბარანოვსკის დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები — ამერიკელი კაილ სნაიდერი და რუსი აბდულრაშიდ სადულაევი შეხვდებიან. თავისი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, გივი მაჭარაშვილი ნახევარფინალში მათ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ასტანაში ორი დღის წინ დასრულებულ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი