თავისუფალი ჭიდაობა | გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გიორგი ელბაქიძე და ვლადიმერ გამყრელიძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ფალავანი ნახევარფინალში გავიდა.

გიორგი ელბაქიძემ (74 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) ფინალში გადასასვლელი შეხვედრები დათმეს და ხვალ, 26 აპრილს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

დღესვე ფინალურ ბლოკში, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, ბრინჯაოს მედლებისთვის კიდევ სამი ქართველი – რობერტ დინგაშვილი (57 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) იბრძოლებენ.