თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე და მაჭარაშვილი სარეიტინგო ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე და მაჭარაშვილი სარეიტინგო ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხ წონით კატეგორიაში (79, 92, 97 და 125 კგ) შვიდი ქართველი მოჭიდავე – ვლადიმერ გამყრელიძე, თორნიკე თულაშვილი (ორივე – 79 კგ), მირიან მაისურაძე, თეიმურაზ ქოჩქიანი (ორივე – 92 კგ), დათო ფირუზაშვილი (97 კგ), სოლომონ მანაშვილი და გივი მაჭარაშვილი (ორივე – 125 კგ) ასპარეზობდა.

შეჯიბრების ნახევარფინალში იჭიდავებენ გამყრელიძე და მაჭარაშვილი, ხოლო მანაშვილი, ფირუზაშვილი, მაისურაძე და თულაშვილი რეპეშაჟში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 26 თებერვალს, ტარიელ გაფრინდაშვილმა (86 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.